იტალიას რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმა შეუძლია – იტალიის ენერგეტიკის მინისტრი

იტალიის ენერგეტიკის მინისტრის, ჯილბერტო პიჩეტო-ფრატინის თქმით, იტალია რუსულ გაზზე აღარ არის დამოკიდებული და პრობლემა არ ექნება ევროკავშირის მიერ ს წინააღმდეგ თხევად ბუნებრივ აირზე სანქციების დაწესებასთან, რასაც ევროკომისია განიხილავს.
პიჩეტო-ფრატინმა თქვა, რომ იტალიას “არ აქვს მიზეზი, დაუპირისპირდეს (რედ. – რუსეთის წინააღმდეგ) ახალი სანქციების პროცესს”.
“ახლა იტალია ისეთ მდგომარეობაშია, რომ რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმა შეუძლია”. – თქვა პიჩეტო-ფრატინმა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთვის იტალია რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით რუსეთის გაზით მომარაგება საგრძნობლად შეამცირა. იტალიის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს რუსეთიდან იმპორტირებული გაზი მთლიანი გაზის იმპორტის 5%-ზე ნაკლები შეადგენდა, რაც 2020 წელს 43% იყო.
„გავმრავალფეროვნდით; სხვადასხვა წყაროები და რეგაზიფიკაციის სადგურები გვაქვს, ამიტომ საკმარისი მომარაგება გვაქვს, რომ მშვიდად ვიყოთ“. – თქვა პიჩეტო-ფრატინმა.
ევროკავშირმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კრემლის წინააღმდეგ 13 პაკეტი აამოქმედა, მაგრამ ჯერჯერობით რუსულ გაზის სექტორს არ შეხებია.