მაკრონი მზადაა, ევროპის ბირთვულ თავდაცვაზე მსჯელობა დაიწყოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რეგიონულ პრესასთან EBRA ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა, ევროპული თავდაცვის სტრატეგიის შესახებ დებატები დაიწყოს, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორი მოქმედების რადიუსის შესაძლებლობებსა და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვინც ამგვარ იარაღს ფლობს ან მათ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული შეიარაღებაა განლაგებული.
“მოდით, ყველაფერი მაგიდაზე დავდოთ და ვნახოთ, სანდო გზით ჩვენ რეალურად რა გვიცავს”. – თქვა მაკრონმა.
მისი თქმით, საფრანგეთი “თავის სპეციფიკურობას შეინარჩუნებს, მაგრამ მზად იქნება, ევროპის თავდაცვაში მეტი წვლილი შეიტანოს”. ამას გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: “საფრანგეთის დოქტრინაა, რომ [ბირთვული იარაღის] გამოყენება მაშინ შეგვიძლია, როცა ჩვენს საარსებოდ მნიშვნელოვან ინტერესებს საფრთხე ემუქრება”. – თქვა მან.
მანამდე, 25 აპრილს გამართულ გამოსვლაში მაკრონმა ერთიანი ევროპული თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტი სამხედრო კუთხით -ს გავლენაზე ნაკლებად დამოკიდებული უნდა გახდეს.
“არსებობს საფრთხე, რომ სულ მხოლოდ 3 წელში ევროპა მოკვდება. ჩვენ საფრთხეებთან გასამკლავებლად მზად არ ვართ”. – განაცხადა მაკრონმა პარიზის უნივერსიტეტში გამართულ გამოსვლაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო შეიარაღების კუთხით ევროპელებმა საჭიროა, რომ ერთობლივად უფრო მეტი და უფრო სწრაფად აწარმოონ.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ში რუსეთს გამარჯვების საშუალება არ უნდა მიეცეს და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, კიბერუსაფრთხოების მხრივ შესაძლებლობები გააუმჯობესონ და დიდ ბრიტანეთთან თავდაცვის ნაწილში უფრო დაახლოვდნენ. იგი ასევე მაღალი რანგის სამხედრო პერსონალისთვის ევროპული [სამხედრო] აკადემიის შექმნის იდეით გამოვიდა.
მაკრონი უკვე მრავალი წელია, რაც ევროპაში “სტრატეგიული ავტონომიის” იდეით გამოდის, რაც სამხედრო კუთხით აშშ-ზე ნაკლებ დამოკიდებულობას გულისხმობს.