რუსეთმა უკრაინის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე მორიგი შეტევა განახორციელა

რუსეთმა ზე მორიგი სამხედრო შეტევა განახორციელა. მიზანში ამჯერად უკრაინის სამხრეთი და ჩრდილოეთ ნაწილები იყო ამოღებული. გარცელებული ინფორმაციით, თავდასხმას ხარკივისა და ოდესის რეგიონებში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოდესის სამხრეთით, საღამოს განხორციელებულმა სარაკეტო თვდასხმამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყო 10 წლის გოგონა. დაშავებულია 14-ზე მეტი. ინფორმაციას ამის შესახებ გუბერნატორი ოლეჰ კიპერი ავრცელებს.
“ტელეგრამის” აპლიკაციაში გამოქვეყნებულ განცხადებაში კიპერმა დაწერა, რომ დაშავებულები მძიმედ არიან და “ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან”. ერთ-ერთ დაშავებულს ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა.
ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც გაძლიერებული რუსული თავდასხმების სამიზნეა, აფთიაქზე თავდასხმისას, მოკლულია 14 წლის გოგონა და ორი ქალი. შემთხვევა სოფელ ლიტსიში მოხდა.
თავდასხმის შედეგად, დაშავდა ორი ადამიანი, ხოლო მაშველები ნანგრევებში სხვა შესაძლო მსხვერპლებს ეძებენ.
გარა ამისა, ორმა ბომბმა გაანადგურა კლინიკა სოფელ ვოვჩანსკში, რის შედეგადაც დაშავდა ერთი ადამიანი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცალკე, რუსულმა ჯარებმა ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდეს, რომელიც ავტობუსს მოხვდა, შედეგად დაჭრილია მამაკაცი.