რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის დრონმა ხანძარი გამოიწვია ნავთობის საწყობში, კიევი იუწყება რუსეთის შეტევებზე

ს სამხრეთდასავლეთში მდებარე კურსკის რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობის ადგილობრივ საწყობში.
“უკრაინული დრონი ჩამოვარდა და ცეცხლში გაეხვა ნავთობის საწყობის ობიექტზე” – წერს გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ტელეგრამით 10 მარტს და დასძენს, რომ ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.
ტელეგრამის არხმა SHOT გაავრცელა ცნობა, რომ დრონმა დააზიანა 3000 ტონის მოცულობის ტანკერი ნავთობის ტერმინალში, თუმცა დარტყმის მომენტში ტანკერი ცარიელი იყო.
ცოტა ხნის შემდეგ ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ მისი რეგიონი გახდა უკრაინის ორი დრონის სამიზნე. ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, დარტყმების შედეგად მანქანას მოეკიდა ცეცხლი, თუმცა დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის.
პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალები 10 მარტს იუწყება, რომ მათმა ჰაერი-ხმალეთის თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა 35 დრონი, უკრაინისთვის ნასროლი 39 დრონიდან. დრონების უმრავლესობა განადგურებულ იქნა უკრაინის აღმოსავლეთის და სამხრეთის რეგიონებში. ვრცელდება ცნობები სარაკეტო თავდასხმებზეც, აღმოსავლეთის ხარკოვის და დონეცკის რეგიონებზე – რასაც ერთი ადამიანი შეეწირა, დაიჭრა ცხრა პირი.

ასევე დაგაინტერესებთ