ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: დიფ სთეითი ტრამპს წინააღმდეგობას უწევს

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: დიფ სთეითი ტრამპს წინააღმდეგობას უწევს

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამტკიცებს, რომ დიფ სთეითი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინააღმდეგობას უწევს.

მისი თქმით, ტრამპის მცდელობებმა "შეეზღუდა ტრანსჰუმანიზმთან დაკავშირებული გლობალური ინიციატივები და ლიბერალური იდეოლოგიების პოპულარიზაცია" დიფ სთეითისგან მკვეთრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ნარიშკინის მტკიცებით, აშშ-ის ლიდერი ამავე პრობლემას აწყდება უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გადაჭრის საკითხებში.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში არსებული ვითარება "უპრეცედენტო დაძაბულობით" ხასიათდება, რასაც ტრამპზე განხორციელებული თავდასხმები და მუქარა მოწმობს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.