რუსეთის ინფორმაციით, ზაპოროჟიეში სოფელი დაიკავეს, უკრაინული მხარე ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ სიტუაცია დინამიურია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი ლევადნე დაიკავეს.
რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ ამ განცხადების გაკეთებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს მონაკვეთზე თავდასხმები განაახლეს.
სამხრეთ თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ვლადისლავ ვოლოშინმა, Kyiv Independent-ისთვის მიცემულ კომენტარში უარყო, რომ რუსეთმა აღნიშნულ სექტორში სერიოზული შეტევა დაიწყო და განაცხადა, რომ მხოლოდ ადგილობრივ სახმელეთო თავდასხმებს ახორციელებს.
რუსეთის მიერ ლევადნის სავარაუდო დაკავების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, ვოლოშინმა განაცხადა, რომ სიტუაცია „საკმაოდ დინამიურად ვითარდება“ და რომ თითოეულ მხარეს შეუძლია ინიციატივა დაიბრუნოს.
ლევადნე სოფელ ველიკა ნოვოსილკას დასავლეთით, ქალაქ ზაპორიჟჟიადან 170 კილომეტრში მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან