რუმინეთის საკონსტიტუციომ გააბათილა საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათილა საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები, რომელთა მიხედვითაც მეორე ტურში „ულტრამემარჯვენედ“ მიჩნეული, პრორუსი კანდიდატი კალინ გეორგეუ და მისი პროდასავლელი ოპონენტი გადავიდნენ.
არჩევნები ახლა ხელახლა უნდა ჩატარდეს.
სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა კონსტიტუციის 146-ე მუხლით, რომელშიც საუბარია საარჩევნო პროცესის სისწორესა და კანონიერებაზე. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუმინეთის უშიშროების განცხადებები „რუსეთის აგრესიული ჰიბრიდული შეტევების“ შესახებ რუმინეთის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე.
კალინ გეორგესკუ, რომელმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ამბობდა, რომ უკრაინა არის „გამოგონილი სახელმწიფო“ და ჰპირდებოდა ამომრჩეველს უკრაინის მხარდაჭერის დასრულებას. მისი ოპონენტი, პირიქით, დასავლეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდაზე საუბრობდა. ორივე კანდიდატი ტრადიციულად ძლიერი პარტიების წარმომადგენლები არ ყოფილან.
5 დეკემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროკავშირის მხარდასაჭერი დემონსტრაციაც გაიმართა.
გარეკანის ფოტო: Inquam Photos / Octav Ganea / DIGI.RO

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან