როგორ შევიძინოთ გერმანიაში ეროვნული ნაკრების თამაშზე დასასწრები ბილეთი?

მას შემდეგ, რაც საბერძნეთი დავამარცხეთ ახლა უკვე ევრო 2024-ის ბილეთებზე უნდა ვიფიქროთ
UEFA-მ მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრების დამარცხებით ჩვენი ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს დიდ ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე!
UEFA-მ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე განათავსა.
“გილოცავ, საქართველო! – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ბილეთების რეალიზაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოახდენს. ბილეთებზე დამატებითი დეტალები კი EURO2024.com/tickets-ზე გამოქვეყნდება.”
გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა Viagogo.com-ზეც შეუძლიათ, სადაც საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. აღნიშნულ პლატფორმაზე თურქეთთან მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები ამ დროისთვის 1 000 ლარიდან იწყება, ჩეხეთთან თამაშის ბილეთების საწყისი ფასი ამ წუთისთვის 700 ლარია, ხოლო პორტუგალიასთან – 600 ლარი.
საქართველოს ნაკრებს და ქართველ ქომაგებს გერმანიაში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ტურნირი გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ გუნდს ისეთ საოცარ სტადიონებზე მოუწევს თამაში, როგორებიცაა დორტმუნდის “ვესტფალენშტადიონი”, ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიონი” და გელზენკირხენის “არენა აუფ შალკე”.

ასევე დაგაინტერესებთ