ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა“ – თეა გოდოლაძე

„ბევრჯერ დავწერე, კიდევ დავწერ, რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა. რამდენიმე კვლევა ვნახე, სადაც ეწერა, რომ ადგილზე გეოლოგიური სამუშაოები ვერ ჩატარდა მიუვალობის გამო. კაცმა არ იცის, მყარ გრუნტზეა დაფუძნებული ბოძები თუ არა. ერთი თავად აიღეს, გადაიხარა და იმიტომ. სეისმური კვლევა არ დევს. რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია! და ესტაკადების ბოძები ძალიან წვრილი, ძლიერ მიწისძვრას რომ გაუძლოს!
ახლა დაეწყვეთ ინფრასტრუქტურის და საგზაოს თანამშრომლები და მლანძღეთ. ჩიტებს ამბავი მოაქვთ გეთაყვა!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.