ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის რეზოლუციას

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის არასავალდებულო რეზოლუციას.

„ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა, დღეს საღამოს ევროკავშირის სამიტზე არაფორმალურად დააყენოს დღის წესრიგში საქართველოში არსებული ვითარება. სავარაუდოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მას ორშაბათს განიხილავენ.

ამასთან, ევროპარლამენტი მომავალ კვირას კენჭს უყრის უცხოური აგენტების შესახებ კანონის არასავალდებულო რეზოლუციას“, - აღნიშნა რიკარდ იოზვიაკმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.