რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელსაც რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელსაც რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ცაგარეიშვილმა რეჟისორს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
აღნიშნულის მიზეზი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გახდა, რომლის თანახმად უწყება თავართქილაძის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას არ ითხოვდა, ვინაიდან მათი განმარტებით, თავართქილაძე პოლიციაში თავად გამოცხადდა.
გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე ცაგარეიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით გიორგი თავართქილაძე ჯერ 100 ლარით, შემდეგ კი, 200 ლარით დააჯარიმა.
გიორგი თავართქილაძე პოლიციის განყოფილებაში საკუთარი სურვილით 21 ოქტომბერს გამოცხადდა და აღნიშნა, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობდა.