რებეკა ჰარმსი – თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციები ყურადღებას მოითხოვს – გუშინდელი ღამის ამბები პოლიციის მხრიდან ძალადობის ესკალაციას აჩვენებს

თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციები ყურადღებას მოითხოვს, – ამის შესახებ ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი აცხადებს.
„თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციები ყურადღებას მოითხოვს. გუშინდელი ღამის ამბები პოლიციის მხრიდან ძალადობის ესკალაციას აჩვენებს“, – წერს რებეკა ჰარმსი X-ზე.