ჩინეთში გზის ნაწილის ჩანგრევას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში გზის ნაწილის ჩანგრევას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთში გუნადუნის პროვინციაში გზის ნაწილის ჩანგრევას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, გზის 17-მეტრიანი მონაკვეთის ჩანგრევის მიზეზი ძლიერი წვიმები გახდა.
როგორც Reuters წერს, აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული გუნადუნის პროვინციაში უხვმა ნალექებმა რეგიონის არაერთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის