ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს – რაფაჰში ისრაელის ნებისმიერი პოტენციური სამხედრო ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის სანდო გეგმას უნდა მოიცავდეს

-სა და ს თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
სატელეფონო საუბრის დროს, თავდაცვის მინისტრებმა „მძევლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები, ჰუმანიტარული დახმარების მცდელობები და რაფაჰის საკითხი განიხილეს“.
„ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება ყველა მძევლის უპირობო დაბრუნებისადმი და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რაფაჰში ისრაელის ნებისმიერი პოტენციური სამხედრო ოპერაცია უნდა მოიცავდეს სანდო გეგმას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
ამასთან, ოსტინმა გაიმეორა შეერთებული შტატების ვალდებულება მხარი დაუჭიროს ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის