რა შემთხვევაში შეწყდება ომი? – გერმანიის 2 პირობა რუსეთს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ გაზეთ MAZ-თან ინტერვიუში განაცხადა:
„პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა, იქამდე უფრო ხშირად ვსაუბრობდით. ომამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში, პირადად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. გახსოვთ ის გრძელი მაგიდა, რომელზეც მასთან ერთად დაჯდომა მომიწია, რადგან იგი კორონავირუსის გამო წუხდა? ოთხ საათზე მეტ ხანს ვისაუბრეთ. შუამავლობის ინიციატივები ყოველთვის იყო. მაგალითად, სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ომის დაწყებისთანავე გაიმართა. მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან რუსეთმა იგი თავისი ჯარების აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილების საბაბად გამოიყენა. შემდეგ ბუჩასა და ირპინის ხოცვა-ჟლეტის შესახებ გახდა ცნობილი – მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ს შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულის შესახებ. ამჟამად, რიგი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე განიხილავენ იმას, თუ რა შეიძლება იყოს ის, რაც სამშვიდობო პროცესს გამოიწვევს, მაგრამ, ნება მომეცით, ერთი რამ მკაფიოდ განვაცხადო: მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. პუტინმა უბრალოდ თავისი ბარბაროსული კამპანია უნდა შეწყვიტოს და თავისი ჯარები გაიყვანოს.”

ასევე დაგაინტერესებთ