“რა უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ, გაუგებარია” – სალომე სამადაშვილი

16
ყოფილი პარლამენტარი, სალომე სამადაშვილი:
გასაოცარია, ის ხალხი, ვინც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მოღალატედ გამოგვაცხადა ყველა, ვინც ვამბობდით, რომ ერთიანი ძალებით დაპირისპირების შემთხვევაში, 2024-ში მოგებული ქალაქების რეჟიმისთვის წართმევის შანსი რეალური იყო, ახლა მოგვიწოდებს, უნგრეთის მაგალითი გავითვალისწინოთ. დიახ, არანაირ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ მოუტანია, არსად, ეგ არის უნგრული გამოცდილება. ბოიკოტების გამოცდილება სერბეთს აქვს, დიდი, შედეგიც შესაბამისი. ნამდვილად გასათვალსიწინებელია უნგრული გამოცდილება. 2025 წელს რომ გაგვეთვალისწინებინა, უკეთესი იქნებოდა. ეს ჩემი აზრია. მათ ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს საქართველოში, რაში აინტერესებს უნგრული გამოცდილება? ან რა მოლოდინი აქვთ, რა უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ, გაუგებარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …