ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა სიურპრიზი დაახვედრა მშობიარობის შემდეგ ქეთა თოფურიას ქმარმა? - ლევ ძენგოვმა რუსული ელიტაც კი გააოცა

ქეთა თო­ფუ­რი­ამ, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ იმ­შო­ბი­ა­რა, ქმრის სი­ურპრი­ზით სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მათ შო­რის, რუ­სუ­ლი ელი­ტაც კი გა­ა­ო­ცა, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

  • სამი დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქე­თას მე­სა­მე შვი­ლი, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღერ­ლის ან­გა­რი­ში­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, ბავ­შვი ივ­ლი­სის ბოლო დღეს და­ი­ბა­და და სა­ხე­ლად ნი­კო­ლი და­არ­ქვეს.

მშო­ბი­ა­რო­ბი­დან მე­ხუ­თე დღეს, ქეთმ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც ჩანს ოთა­ხი, რო­მე­ლიც სავ­სეა ყვა­ვი­ლე­ბით სავ­სე კა­ლა­თე­ბით. სი­უპ­რი­ზი სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მო­წე­რილ მომ­ღე­რალს ქმარ­მა, ლევ ძენ­გოვ­მა და­ახ­ვედ­რა.

"ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც პი­რა­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

ქე­თას რუს­მა კო­ლე­გებ­მა პირ­ვე­ლებ­მა მი­უ­ლო­ცეს ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა. მისი პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში, სა­დაც მხო­ლოდ ახ­ლშო­ბი­ლის ფე­ხე­ბი ჩანს, რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის არა­ერ­თი ვარ­კვლა­ვის სა­ხელს ამო­ი­კი­თხავთ. მათ შო­რის არი­ან: პო­ლი­ნა გა­გა­რი­ნა, მომ­ღე­რა­ლი ზარა, ნა­ტა­ლია პო­დოლ­სკა­ია, სერ­გეი ლა­ზა­რე­ვი, იანა რუდ­კოვ­სკა­ია და სხვე­ბი.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ეჭ­ვობ­დნენ, რომ შე­საძ­ლოა, დუ­ბა­ი­ში იმ­შო­ბი­ა­რა, თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ ნი­კო­ლი მოს­კო­ვის ელი­ტა­ლურ კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და, სა­დაც გაჩ­ნდა მომ­ღერ­ლის მე­ო­რე შვი­ლი ადა­მი. რაც შე­ე­ხე­ბა ოლი­ვი­ას, რო­მე­ლიც ქე­თას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს, ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.