რატომ უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობოს უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი? – პრემიერის პასუხი

რატომ უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობოს უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი? – პრემიერის პასუხი
რატომ უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი – ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ფაქტის კონსტატაციაა და ეს სულაც არ აღიქმება უარყოფითად. „ეს არ აღიქმება უარყოფითად, ეს ფატის კონსტატაციაა და დანარჩენს გამჭვირვალობა უზრუნველყოფს“, – თქვა მან.
პრემიერის თქმით, მასაც ჰქონდა უხერხულობა, როცა დადგენილებების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ, ასევე გააზრებული ჰქონდა რომ გამჭვირვალობას რისკები მოსდევს.
– თქვენ თქვით, რომ ვერცერთმა უცხოელმა პარტნიორმა არგუმენტები ვერ მოგიყვანათ იმაზე, რომ თქვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი რუსულია, რატომ ვერ დაარწმუნეთ ისინი და ასევე ქართველი ხალხი, რომ ეს კანონპროექტი არის ქართული, ევროპული და ამერიკული? ასევე როცა თქვენ ამბობთ რომ ასეთი კანონი -ში, ევროკავშირში, საფრანგეთში არსებობს, მაშინ თავად ისინი რატომ ამბობენ რომ ჩვენ მსგავსი კანონები არ გვაქვსო? თუ მსგავსი კანონპროექტი ჩვენს ინტეგრაციას შეაფერხებს მაშინ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ისტორიული არჩევანის ჩაგდებისთვის?
– როცა ამერიკელები ამბობენ, რომ მათი კანონი არ არის მსგავსი ეს მართალია, რადგან მათი კანონი უმკაცრესია. ამერიკული კანონი ითვალისწინებს ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრას, სისხლის სამართლებრივ დევნას და უცხოელ აგენტად შესაბამისი სუბიექტის რეგისტრაციას, – მათ უმკაცრესი რეგულაციები აქვთ. ამიტომ არ არის აშშ-ს კანონი იგივე რომ უფრო მაღალი სტანდარტი აქვთ დადგენილი. იგივე ეხება საფრანგეთს. თქვენ რატომ არ წაიკითხეთ ამდენი ხანი ევროპული კანონი?
– ევროკავშირში არ არის მიღებული ეს კანონი, ეს არის კანონპროექტი და ოლაფ შოლცმა თქვა, რომ შეიძლება არც მივიღოთო.
– ევროკომისიამ თქვა, რომ ეს არის კარგი, ანუ მოიწონა და როცა ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება ჩვენი კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში. მიიღებენ თუ არა ეს ხომ საინტერესო აღარ არის. ევროკომისიამ თქვა, რომ მათი კანონი კარგია, რომელიც უფრო მკაცრია.

ასევე დაგაინტერესებთ