Huawei-ის მოგება ჩინეთში 564%-ით გაიზარდა

Huawei-ს მოგება ჩინეთში 564%-ით გაიზარდა და გაყიდვებით Apple-ს თითქმის აჯობა.
Huawei-ს სმარტფონების გაყიდვები 69,7%-ით გაიზარდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ დაიპყრო ჩინეთის სმარტფონების ბაზრის 15.5%, რაც Apple-ის წილზე 0.2%-ით ნაკლებია.
Huawei-ს გაყიდვების ზრდა iPhone-ის გაყიდვების შემცირებას დაემთხვა.
ცნობისთვის, IDC-ის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე, Apple-მა პირველ კვარტალში 50.1 მილიონი ერთეული სმარტფონის გაყიდვა შეძლო. გასული წლის იმავე პერიოდში კი ეს რიცხვი 55.4 მილიონ ერთეულს შეადგენდა.