რატომ უნდა დავდგეთ ერთად 29 აპრილის აქციაზე? – 29 აპრილი არის დღე, როდესაც მთელმა საზოგადოებამ დასავლეთს ერთხმად უნდა დავანახოთ, რომ უარს ვამბობთ რიგითი კოლონიის სტატუსზე

რატომ უნდა დავდგეთ ერთად 29 აპრილის აქციაზე? – 29 აპრილი არის დღე, როდესაც მთელმა საზოგადოებამ დასავლეთს ერთხმად უნდა დავანახოთ, რომ უარს ვამბობთ რიგითი კოლონიის სტატუსზე
პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, თუ რატომ უნდა გავიდნენ ადამიანები 29 აპრილს, მმართველი პარტიის ორგანიზებით დაგეგმილ შეკრებაზე.
“რატომ უნდა დავდგეთ ერთად 29 აპრილის აქციაზე? ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში დასავლეთის ნეოკოლონიური მმართველობის მოდელი ოფიციალურად გაფორმდა, რის შემდეგაც დასავლეთი ჩვენს ბუნებრივ, ინტელექტუალურ და ადამიანურ რესურსს დაეპატრონა. შედეგად მივიღეთ ოცწლიანი მრავალწახნაგოვანი ექსპლუატაციის ისტორია და საქართველოს ეკონომიკის მთლიანად ნეოლიბერალურ პრინციპებზე გადაწყობა, რაც უმთავრესად ეკონომიკის დეინდუსტრიალიზაციითა და სამეცნიერო ინსტიტუტების ნგრევით გამოიხატა.
ადგლობრივ წარმოებაზე და მეცნიერებაზე შეტევის უკან მარტივი გათვლა იდგა, საქართველო დარჩენილიყო კოლონიად და არასოდეს შემდგარიყო თვითკმარ, სუვერენულ სახელმწიფოდ.
ბოლო ათწლეულია მსოფლიოში საუკუნის გეოპოლიტიკური ძვრები მიდის, დასავლურ ჰეგემონიასა და დასავლურ უნივერსალისტურ ამბიციებს ბზარი გაუჩნდა, ამ პროცესების რეზონანსი ჩვენამდე შედარებით გვიან მოვიდა. დღეს, დასავლეთის ცენტრი-პერიფერიული ურთიერთობები რღვევის პროცესშია და ესაა მომენტი/ფანჯარა, როდესაც ჩვენ გვაქვს შანსი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში გარდატეხა მოვახდინოთ.
29 აპრილი არის დღე, როდესაც მთელმა საზოგადოებამ დასავლეთს ერთხმად უნდა დავანახოთ, რომ უარს ვამბობთ რიგითი კოლონიის სტატუსზე, პრეტენზიას ვაცხადებთ ნამდვილ დამოუკიდებლობაზე და რომ არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას.”- წერს ლუკა ეხვაია.
Next: ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი ღრმად ცდება, იმიტომ, რომ საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც ის ხელისუფლებაში ვიღაცის ჩაის დალევით მოვიდა და მოსკოვიდან ჩამოსულმა ივანოვმა „გაუპრავა“ ხელისუფლებაში ყოფნა