20 საათი დაგრჩათ მომითრიოთ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარის მომწერი – დიმიტრი სამხარაძე

20 საათი დაგრჩათ, ლომჯარიას, გიგაურს, 5ლე ჯაფარიძეს, გვარამიას და ყველა ჩირქიანს, რომლებიც სანაცეთში ყარხართ, მომითრიოთ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარის მომწერი!”– წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რომელსაც შვილის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნეს.
“20 საათი, თუ არა და მე თვითონ ამოვარჩევ თქვენში დამკვეთს! ყველანი ხართ ამაზე წამსვლელები, ამიტომ დიდად არ შევცდები! თქვენ გგონიათ ამით გამაჩერებთ? პირიქით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი მოთესლება ხელისუფლებაში არ შეიძლება და ნებისმიერი ფორმით და ხერხით უნდა აღვკვეთოთ თქვენი მცდელობები! აჯობებს თქვენ არ იყოთ, ვიდრე საქართველო გაქრეს! გპირდებით გაგამწარებთ, არ გემუქრებით, გაფრთხილებთ”– წერს დიმიტრი სამხარაძე.
იხილეთ მუქარის შემცველი შეტყობინება, რომელიც დიმიტრი სამხარაძეს გაუგზავნეს:

ასევე დაგაინტერესებთ