“ეს ქვეყანა დაიმახსოვრებს მათ, როგორც მორალის მქონე ადამიანებს“ – ვინ დატოვა “იმედი” პროტესტის ნიშნად, გაიგეთ დეტალები

ტელეკომპანია “იმედი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსული კანონის პროტესტის ნიშნად ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს.

ამ ამბავს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება და მადლობას უხდის ამ ადამიანებს:

„ეკა ამირეჯიბმა, ზურა ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა უნდა იცოდნენ, რომ მე, როგორც ერთი მოქალაქე და კოლეგა, მადლობელი ვარ მათი. ეს ქვეყანა დაიმახსოვრებს მათ, როგორც მორალის მქონე ადამიანებს.

( წამყვანებმა იმედი დატოვეს)“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს

მიხაელ როთმა, მას შემდეგ რაც, დაინახა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მის სიტყვებს არ ეთანხმებოდა შეცვალა რიტორიკა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოსო