რატი მელაძე: სატრანსპორტო კოლაფსი რუსეთის აეროპორტებში

“სატრანსპორტო კოლაფსი რუსეთის აეროპორტებში
წინასაცხრამაისო დღეებში უკრაინული დრონების არნახული მასშტაბის იერიშებმა მოსკოვისა და პეტერბურგის აეროპორტებში სრული კოლაფსი გამოიწვია. გაჩერებულია ვნუკოვოს, შერემეტევოს, დომოდედოვოს აეროპორტები. რეისები შეჩერდა ან გაუქმდა ვოლგოგრადის, ნიჟნი ნოვგოროდის, სამარისა და პერმის აეროპორტებში. პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტში კი უკვე 7 საათია ლაინერებიდან მგზავრებს არ უშვებენ. საქმე იმაშია რომ მოსკოვიდან გადამისამართებული ათობით რეისის მომსახურებისთვის პულკოვოს საკმარისი ტრაპები არ აქვს. შედეგად ლაინერები საათობით ელოდებიან ტრაპს.
აეროფლოტმა მოსკოვიდან და მოსკოვისკენ 100-ზე მეტი რეისი გააუქმა, ხოლო 140 რეისი გადადო.

რუსეთისთვის წინასაცხრამაისო სატრანსპორტო კოლაფსი ოფიციალური დელეგაციების ჩასვლას პრობლემებს უქმნის. რუსები არ მალავენ, რომ უკრაინელები მათთვის 9 მაისის აღლუმის ჩაშლას ცდილობენ. უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს მოსკოვთან მდებარე კუბინკას აეროდრომი სადაც დისლოცირებულია პილოტაჟური ჯგუფები Русские Витязи და Стрижи. სწორედ ამ ჯგუფებზეა 9 მაისის აღლუმზე ავიაშოუს მოწყობა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რატი მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს