ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რას ჰყვებოდა "მარადიული გედია" მარიტაზე და ცხოვრების მთავარ ფილმზე?

რას ჰყვებოდა "მარადიული გედია" მარიტაზე და ცხოვრების მთავარ ფილმზე?
· 167
65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სპორ­ტსმე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი.
მას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი კი­ნო­რო­ლი, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხეში" გე­დი­ას როლ­მა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს როლი მისი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პია.
გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან, რომ­ლებ­შიც ის "ნატ­ვრის ხის“ გა­და­ღე­ბის პე­რი­პე­ტი­ებ­სა და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს იხ­სე­ნებ­და:

· "ისე­თი ბუმ­ბე­რა­ზი, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ ამ ფილმში, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ ცხოვ­რე­ბად ღირ­და"
"ფილმ "ნატ­ვრის ხის“ გა­და­ღე­ბე­ბი ბედ­ნი­ერ და ტკბილ მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა. ისე­თი ბუმ­ბე­რა­ზი, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ ამ ფილმში, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ ცხოვ­რე­ბად ღირ­და.
მოკ­ლედ, კი­ნოს­ტუ­დი­ის ფო­ი­ე­ში ვზი­ვარ, ვე­ლო­დე­ბი რო­დის წა­ვალ გა­და­ღე­ბა­ზე. მარ­თა­ლია, ერთ-ერთ ფილმში მთა­ვარ როლ­ზე ვარ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჯერ ცნო­ბი­ლი არ ვარ.
უცებ, გა­ვი­ხე­დე, რე­ჟი­სო­რი რეზო ჭარ­ხა­ლაშ­ვი­ლი შე­მო­დის კარ­ში. შე­მომ­ხე­და და და­მაკ­ვირ­და. მო­მი­ახ­ლოვ­და, ხელი ჩა­მო­მარ­თვა და მკი­თხა, ვინ ხარ, აქ მუ­შა­ო­ბო? ვუ­თხა­რი, გამ­ნა­თე­ბე­ლი ვარ-მეთ­ქი. გა­და­ი­რია, ვა, ფილ­მს ვი­ღებ, რო­ლის­თვის მჭირ­დე­ბა შენ­ნა­ი­რი ახალ­გაზ­რდა და უნდა გაგ­სინ­ჯოო. მომ­კი­და ხელი, ამიყ­ვა­ნა მე­ო­რე სარ­თულ­ზე, გა­ა­ღო ოთა­ხის კარი და თენ­გიზ აბუ­ლა­ძის კა­ბი­ნეტ­ში შე­მაგ­დო.
თენ­გიზ­მა სათ­ვა­ლი­დან ამომ­ხე­და. რე­ზომ ხმა­მაღ­ლა უთხრა: ჰა, რო­გო­რი ბი­ჭია, აბა ნა­ხეო. თენ­გი­ზი უფრო კარ­გად და­მაკ­ვირ­და. ბო­ლოს მკი­თხა, რას აკე­თებ კი­ნოს­ტუ­დი­ა­შიო. მეც უკან აღარ და­ვი­ხიე და ისიც მო­ვა­ტყუე, გამ­ნა­თე­ბე­ლი ვარ-მეთ­ქი.
უფრო გამ­ჭო­ლი მზე­რით და­მაკ­ვირ­და. გვა­რი და სა­ხე­ლი გა­მომ­კი­თხა, ჩა­ი­წე­რა მო­ნა­ცე­მე­ბი. გა­ვი­ხე­დე, უცებ კარი გა­ი­ღო და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი­დან ერთ-ერ­თმა შე­მო­ყო თავი. და­იყ­ვი­რა, სად ხარ ბიჭო, მთე­ლი ჯგუ­ფი შენ გე­ლო­დე­ბით, გა­და­ღე­ბებ­ზე გვაგ­ვი­ან­დე­ბაო.
არ და­მა­ვი­წყდე­ბა თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ჩა­ღი­მე­ბა, მი­თხრა, ვიცი, რომ მა­ტყუ­ებ­დი, ვი­ცო­დი, ვინც ხარ, გე­დი­ას რო­ლის­თვის მინ­და გაგ­სინ­ჯო. შენ კი­დევ ხუმ­რობ და მეც აგ­ყე­ვი ხუმ­რო­ბა­შიო.
ზოგი ასე­თი ტყუ­ი­ლის გამო გაბ­რაზ­დე­ბო­და, წარბს შეყ­რი­და. აბუ­ლა­ძე კი გე­ნი­ო­სი კაცი იყო, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ რა­მედ ღირ­და. სე­რი­ო­ზუ­ლიც იყო, სა­დაც სა­ჭი­რო გახ­ლდათ და საღი იუ­მო­რიც კარ­გად ეს­მო­და. ისე აგ­ყვე­ბო­და, ამო­გიდ­გე­ბო­და მხარ­ში და ისე შე­გი­წყობ­და ხელს, ცხოვ­რე­ბა­ში წინ წა­გე­წია, რომ სა­ნაც­ვლოდ არა­ფერს ითხოვ­და“.
...
ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ "ნატ­ვრის ხე" იყო პირ­ვე­ლი ფილ­მი, სა­დაც მე და ლიკა ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით... მა­ნამ­დე იყო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი - "სიყ­ვა­რუ­ლო ძალ­სა შენ­სა", რო­მე­ლიც რეზო გაბ­რი­ა­ძემ გა­და­ი­ღო. ერთ-ერთი ნო­ვე­ლა იყო - კავ­კა­სი­უ­რი რო­მან­სი და ამ ფილმში ჩვენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ვთა­მა­შობ­დით... მე და ლიკა თით­ქმის ორი წე­ლი­წა­დი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ერ­თად ვი­ყა­ვით. "კავ­კა­სი­უ­რი რო­მან­სის" გა­და­ღე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ცხრა თვე გაგ­რძელ­და და წე­ლი­წად­ზე მეტი "ნატ­ვრის ხე"... ლიკა რაც იყო, სამ­წუ­ხა­როდ იმის მე­ა­სე­დიც არ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ვერ გა­მო­ი­ყე­ნა ამ­ხე­ლა სი­ლა­მა­ზე ქარ­თულ­მა კი­ნომ! ქარ­თვე­ლებს ძა­ლი­ან ცუდი ჩვე­ვა გვაქვს, ადა­მი­ა­ნი რომ წავა ამ ქვეყ­ნი­დან, მერე მივ­ტი­რით... ჩვენ, ვინც ვიც­ნობ­დით, ლიკა ყო­ველ­თვის გვიყ­ვარ­და. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მთე­ლი ჯგუ­ფი მას­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით, რად­გან ნამ­დვი­ლი ფე­რია იყო ჩვენს თვალ­წინ...
საბ­ჭო­თა მას­შტა­ბით, 8-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­დი­ო­და ჟურ­ნა­ლე­ბი, რომ­ლის გა­რე­კან­ზე ლიკა იყო. ყვე­ლას ეგო­ნა ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გოგო ძა­ლი­ან ამა­ყი და მე­დი­დუ­რი იქ­ნე­ბო­და, არა­და, ყვე­ლას­თან სა­ოც­რად უბ­რა­ლო და მო­რი­დე­ბუ­ლი იყო. ცხოვ­რე­ბა­შიც ზუს­ტად ისე­თი იყო, რო­გორც მისი კი­ნოგ­მი­რი მა­რი­ტა.
- დღემ­დე ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ გე­დია მა­რი­ტა­ზე ცხოვ­რე­ბა­შიც იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...
- ეს შე­კი­თხვა ად­რეც და­მის­ვეს... მა­შინ ვთქვი, რომ შე­მიყ­ვარ­და ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი ლა­მა­ზი გოგო არ შეგ­ყვა­რე­ბო­და?! თუმ­ცა მე მო­ვი­ქე­ცი ისე, რო­გორც ნამ­დვილ მა­მა­კაცს შე­ე­ფე­რე­ბო­და. ლი­კას უკვე საქმრო ჰყავ­და და მე სა­კუ­თარ თავ­ზე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, ჩემი სა­ცო­ლის­თვის სხვას რომ და­ე­წყო "ჩა­ლი­ჩი", რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და...

არქივის შესახებპირველწყარო: newsco.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.