ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რას აცხადებს ვირუსული ვიდეოს მთავარი გმირი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა? (ვიდეო)

რას აცხადებს ვირუსული ვიდეოს მთავარი გმირი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა? (ვიდეო)

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და გო­გო­ნას ვი­დეო, რო­მელ­საც ფოტო/ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბი­სას ჩქა­როს­ნუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდა ლი­ან­და­გებ­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბას ცდი­ლობს, რა დრო­საც მას მა­ტა­რე­ბე­ლი უახ­ლოვ­დე­ბა. გაბ­მუ­ლი სიგ­ნა­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ ას­წრებს უკან გა­წე­ვას და დიდი გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე ტრან­სპორ­ტი, მსუ­ბუ­ქად ეჯა­ხე­ბა.

ვი­დე­ო­ზე ასა­ხუ­ლი გო­გო­ნა ნინი ლო­მი­ძეა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და. ნინი ლო­მი­ძე “მოგ­ზა­ურ­თა კლუბ­ში“ და­წე­რილ პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. რო­გორც თა­ვად წერს, გა­დარ­ჩა და თავს კარ­გად გრძბობს:

გა­დავ­რჩი ვი­საც გე­წყი­ნათ და გა­ტა­ნა და სიკ­ვდი­ლი მი­სურ­ვეთ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ შემ­დეგ­ში, - წერს გო­გო­ნა და შემ­თხვე­ვა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს.

“კარ­გად ვარ და მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის. ვი­საც მარ­თლა გულ­ზე მოგ­ხვდათ. ეს იყო უბ­რა­ლოდ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ­დი რომ ის ლი­ან­და­გი ძა­ლა­ში იყო და მა­ტა­რე­ბე­ლი მოძ­რა­ობ­და კვლავ. რო­დე­საც ხმა გა­ვი­გე გად­მო­ვე­დი და არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა გა­ბა­რი­ტე­ბი­ან მა­ტა­რე­ბელს. თან ჩქა­როს­ნუ­ლი რო იყო არ ვი­ცო­დი. რო­დე­საც ხმა გა­ვი­გე და გავ­ხე­დე არ ჩან­და - უცებ, წამ­ში ვი­ხე­დე­ბი და მივ­ხვდი რო გა­მარ­ტყავ­და. უკან ვი­ხევ და ვერ ვას­წრებ. არც მე­მან­ქა­ნის ბრა­ლია და არც არა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. მეც ვერ გავ­თვა­ლე, რად­გან არ მე­გო­ნა რო გვერ­დებ­ზეც რა­ღაც ქონ­და ამ მა­ტა­რე­ბელს,“ - წერს ვი­დე­ოს მთა­ვა­რი გმი­რი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.