რას ამბობს კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში, უკანონო შენობების დემონტაჟზე

თბილისის მერი, აფრიკის დასახლებაში 20-ზე მეტი უკანონო შენობის დანგრევაზე:
„ტყუილია, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. ამ ნაგებობების მშენებლობა დაწყებული იყო რამდენიმე კვირის წინ. ახლა კი, მათი დემონტაჟი მოხდა. ეს არის სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. არსებობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებს ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ დაუკანონებენ. ამაში ფულს სძალავენ. ეს არის დიდი ტყუილი. არაერთი განცხადება გამიკეთებია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას, რომ შეცდომაში ნუ შეხვალთ და უკანონობა არ გააკეთოთ.
ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს ვეხმარებით. თუ ადამიანს საცხოვრებელი არ აქვს, ქირით გაგვყავს ან უსახლკარო ოჯახებს მუნიციპალურ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. მე საზოგადოებას ისიც არაერთხელ ვაჩვენე, თუ ვინ დგას მსგავსი ქმედებების უკან – ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები თბილისშიც აქვთ და რეგიონებშიც. ასევე, თუ ვიღაცას თბილისში საცხოვრებელი არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია მას ბინას უყიდის. ეს დამოკიდებულება არასწორია“
შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში, უკანონო სახლების დემონტაჟი მერიამ გვიან ღამით დაიწყო. მუნიციპალური ინსპექციის მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე სწორედ ამ დროს გამოჩნდა. ადგილობრივები მცირეწლოვანი ბავშვებით, საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
„ერთ თვეზე მეტია უკვე ვცხოვრობ, ყველაფერი შიგნით მედგა. დღეს ბავშვს დაბადების დღე აქვს, 8 წლის გახდა. ასე ქუჩაში როგორ უნდა დავტოვო, სად წავიყვანო, არაფერი არ გამაჩნია. მოგვცენ საცხოვრებელი და კი ბატონო, არაფერს აღარ ავაშენებ ამ ოხერ მიწაზე, მაგრამ რო არა მაქ რა ვქნა?დავრჩი ღია ცის ქვეშ. მთელი ღამე ვიდექი და ვუყურებდი, საიდან რა ვქნა. [ბავშვი] კიოდა, წიოდა, მთელი ღამე ვერ ვაწყნარებდით ისეთ დღეში იყო,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ