ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინაში რუსეთის იერიშების შედეგად, აფეთქება მოხდა რუსეთის ბელოგოროდის რეგიონში

გასულ ღამით სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებზე ს მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად – იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები.
რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ბელოგოდორში მომხდარი აფეთქების შედეგად.
უკრაინის საჰაერო ძალები 4 მაისს აცხადებდნენ, რომ ჩამოგდებულ იქნა რუსეთის მიერ გაშვებული 13 დრონი – თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ ადამიანები და დაზიანდა ინფრანსტრუქტურა, კომერციული და საცხოვრებელი სახლები. ხარკოვის რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი ტელეგრამით წერს, რომ დაზიანებების გამო საავადმყოფოში მოხვდნენ 13 წლის ბავშვი და ქალი.
რუსეთმა ბოლო ხანებში გააძლიერა თავდასხმები ხარკოვის რეგიონზე, რომლის დედაქალაქიც რუსეთის საზღვრიდან 30-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს – რაც აღრმავებს შიშებს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, გეგმავდეს სამხედრო კამპანიის განახლებას ამ ქალაქის დასაკავებლად.
უკრაინის პრეზიდენტი, კვლავ გამოდის მოწოდებებით ს სწრაფად მიეწოდოს დაპირებული დასავლური სამხედრო დახმარება და ხაზს უსვამს დაჯავშნული მანქანების, ტყვია-წამლის და რაკეტების საჭიროებას.