რაზე ისაუბრა “ლელომ” აშშ–ის კონგრესმენებთან? – ბადრი ჯაფარიძე

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მძიმე ვითარებისა, რომელშიც საქართველო იმყოფება, “უნდა მოვახერხოთ, რომ შეერთებული შტატების ინტერესი მხოლოდ გაიზარდოს”.
“მხოლოდ და მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს ეს შესაძლებლობა რომ უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ მიუხედავად ამ უმძიმესი ვითარებისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, შეერთებული შტატების ინტერესი მხოლოდ გაიზარდოს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობა გაიზარდოს. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ჩართულია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, იქ არის ეფექტურობა, იქ არის სწრაფი გადაწყვეტილებები, იქ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, შესაბამისად ჩვენ გვსურს სწორედ ეს და ამაზე ვისაუბრეთ კონგრესის დელეგაციასთან,” – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ