ჟორჟოლიანი: თბილისიდან ჩასულ მოხალისეებს არც თოვლი უკვირთ და არც რთული გზა. უკვირთ ის სიღატაკე რომელიც რეგიონში დახვდათ

ნანუკა ჟორჟოლიანი სოიალურ ქსელში წერს:
თბილისიდან ჩასულ მოხალისეებს არც თოვლი უკვირთ და არც რთული გზა.
უკვირთ ის სიღატაკე რომელიც რეგიონში დახვდათ.
“აქ ხალხს დღეებია საჭმელი არ უჭამიათ”. ასეთია თითქმის ყველა შეტყობინება, მაგრამ ამ ამბავმა მეც შოკში ჩამაგდო.
ოფროუდის ბიჭები ყველაზე რთულ ადგილებში მიდიან. თითქმის მიუვალ სახლებში.
ამ ოჯახში მისვლა რამდენჯერმე მოუწიათ.
პირველად როდესაც ეს მდგომარეობა დახვდათ და მეორედ, როცა ექიმები აიყვანეს და საკვები აუტანეს ოჯახს.
ბაბუ ცოცხლად ლპება. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
შვილს ქცევის დარღვევა აქვს, მაგრამ დიაგნოზი არც კი იციან.
დანარჩენს თქვენც ნახავთ.
ოფროუდის ასოციაციამ წარმოუდგენელი შრომა გაწია ამ დღეებდი და მადლობა ყველას! საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაცია / Georgian Off-Roaders Association
ყველა რეგიონის წარმომადგენელს.
მადლობა ასოციაციის ხელმძღვანელს! ზურაბ არველაძე
ვიდეო მასალა იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…