ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი 9 მაისისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებსა და სკოლებს მილიონ რუბლს გამოუყოფს; გაიხსნება ბანკის ფილიალიც

პუტინი 9 მაისისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებსა და სკოლებს მილიონ რუბლს გამოუყოფს; გაიხსნება ბანკის ფილიალიც

19 აპრილს, ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთს" კრემლის ახალი კურატორი ეწვია. რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო შეხვდა მარიონეტული რეჟიმის "პრეზიდენტ" გაგლოევსა და კრემლის მარიონეტ "დეპუტატებსაც".

როგორც მისი "ვიზიტისას" გაირკვა, 9 მაისის აღსანიშნავად, პუტინის გადაწყვეტილებით, "სამხრეთ ოსეთის თითოეული სოფლისა და სკოლისთვის პუტინის სარეზერვო ფონდიდან თითო მილიონი რუბლი გამოიყოფა“. კირიენკოს თქმით, ეს თანხები, 9 მაისისთვის - მემორიალებისა და მუზეუმების კეთილმოწყობისთვისაა განკუთვნილი.

კირიენკოს განცხადებითვე, პუტინის ბრძანებით, სამხრეთ ოსეთში გაიხსნება „პრომსვიაზბანკის“ ფილიალი, რაც მისივე თქმით, "პენსიონერებს საშუალებას მისცემს, "მირ"-ის ბარათებზე განაცხადი ვლადიკავკაზში გამგზავრების გარეშე, პირდაპირ ცხინვალში შეიტანონ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.