ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი: ჩვენ მხოლოდ ბერინგის სრუტე გვყოფს. მეტიც, ორი კუნძულია - რუსულ და ამერიკულ კუნძულებს შორის მხოლოდ 4 კილომეტრი. ჩვენ ახლო მეზობლები ვართ, ეს ფაქტია

პუტინი: ჩვენ მხოლოდ ბერინგის სრუტე გვყოფს. მეტიც, ორი კუნძულია - რუსულ და ამერიკულ კუნძულებს შორის მხოლოდ 4 კილომეტრი. ჩვენ ახლო მეზობლები ვართ, ეს ფაქტია

ჩვენმა მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისმცემ გარემოში ჩაიარა. იყო ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო. კიდევ ერთხელ მსურს ამერიკელ კოლეგას მადლობა გადავუხადო ალასკაში მოწვევის წინადადებისთვის. აბსოლუტურად ლოგიკურია სწორედ აქ შეხვედრა. მართალია ჩვენს ქვეყნებს ოკეანე ჰყოფს, მაგრამ, სინამდვილეში, ახლო მეზობლები არიან.

როცა შევხვდით, გადმოვედით თვითმფრინავებიდან, მე ვუთხარი: "დღე მშვიდობისა ძვირფასო მეზობელო, ძალიან სასიამოვნოა თქვენი ჯანმრთელად და ცოცხლად ხილვა." მეზობლურად ეს, მგონია, ძალიან კეთილგანწყობილად ჟღერს.

ჩვენ მხოლოდ ბერინგის სრუტე გვყოფს. მეტიც. ორი კუნძულია - რუსულ და ამერიკულ კუნძულებს შორის მხოლოდ 4 კილომეტრი. ჩვენ ახლო მეზობლები ვართ, ეს ფაქტია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ალასკას უკავშირდება რუსეთისა და აშშ-ს საერთო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი პოზიტიური მოვლენა.

თქვა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.