პუტინი: რუსეთი არ აპირებს უკრაინის შემდეგ ევროპას დაესხას თავს

ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის შემდეგ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას, არის სისულელე.
პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ასეთ ცნობებს საკუთარი მოსახლეობის შესაშინებლად ავრცელებს. მისი თქმით, -ს და მის პარტნიორებს ეშინიათ დიდი და ძლიერი რუსეთის, თუმცა, ამას ტყუილად აკეთებენ.
“ჩვენ არ გვაქვს აგრესიული განზრახვები ამ სახელმწიფოების მიმართ. შესაძლებლობა, რომ თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, მათ შორის, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს, ეს არის სრული სისულელე. კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოატყუონ საკუთარი მოსახლეობა”. – თქვა პუტინმა.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდია სხვაობა სამხედრო ხარჯებში. მისი თქმით, 2022 წელს აშშ-ს 811 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო ხარჯი ჰქონდა, ხოლო რუსეთს 72 მილიარდი.
“ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ვაპირებთ თუ არა ომს NATO-სთან? ეს სრული სისულელეა”. – დაამატა პუტინმა.
ამასთან, ვლადიმირ პუტინის თქმით, არა რუსეთი, არამედ პირიქით, NATO მიიწევდა რუსეთის საზღვრებისკენ.
“ჩვენ არავის შევხებივართ, ჩვენკენ მოდიოდნენ. ჩვენ რა, ოკეანის იქით, აშშ-ს საზღვართან გადავიდოდით? არა, ისინი ჩვენ გვიახლოვდებიან და მოგვიახლოვდნენ. და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ მხოლოდ ვიცავთ ჩვენს ხალხს, ჩვენივე ისტორიულ ტერიტორიებზე”. – თქვა პუტინმა.