ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი: "ნორდ-ოსტის" ტერაქტის დროს, ცხოვრებაში პირველად მუხლებზე დაჩოქილმა ვილოცე

პუტინი: "ნორდ-ოსტის" ტერაქტის დროს, ცხოვრებაში პირველად მუხლებზე დაჩოქილმა ვილოცე

რუსული პროპაგანდისტული სახელმწიფო მედია როსია 1 ვლადიმირ პუტინის 25-წლიანი მმართველობის შესახებ დოკუმენტური ფილმს გამოუშვებს.

კრემლის მედიებში გავრცელდა ნაწყვეტები მომავალი ფილმიდან.

ერთ-ერთ ნაწყვეტში, რუსეთის პრეზიდენტი ინტერვიუერს სამუშაო კაბინეტთან არსებულ სამლოცველოს, რესპოდენტის თქმით, "პატარა ეკლესიას" აჩვენებს.

პუტინის თქმით, სწორედ ამ სამლოცველოში, 2002 წელს, ნორდ-ოსტის ტერაქტის პერიოდში, ცხოვრებაში პირველად მუხლებზე დაჩოქილმა ილოცა.

პრეზიდენტი ასევე მსჯელობს რწმენის განსხვავებებზე, რომლებიც მისი აზრით რუს და "დასავლეთელ" ადამიანს შორის არის.

"არის გარკვეული განსხვავებები დასავლური სოციუმსა და ჩვენს შორის. ჩვენ მეტად ვფიქრობთ რაღაც მარადიულზე, უსაზღვროზე და ათეისტებსაც კი სჯერათ ამის. მე ასე წარმომიდგენია, ამიტომაც ასეთი შეხედულებების, მორალური კოდის მქონე ადამიანს, დრო და დრო უჩნდება სურვილი მიმართოს უფალს".

პროპაგანდისტული ფილმი "რუსეთი. კრემლი. პუტინი. 25 წელი" 4 მაისის საღამოს როსია 1-ის ეთერში გავა.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.