პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში ომი უფრო ადრე არ დაიწყო

ს პრეზიდენტი კვლავ ამტკიცებს, რომ ში ომი კრემლს არ დაუწყია და ირწმუნება, რომ მხოლოდ მის შეჩერებას ცდილობენ. ამასთან, ის ნანობს, რომ ომი უფრო ადრე არ დაიწყო.
ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა როსია-1-ის ჟურნალისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ისაუბრა.
“როგორც მე ვთქვი, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მხოლოდ ვცდილობთ მის შეჩერებას. პირველ ეტაპზე ჩვენ ვცდილობდით ეს გაგვეკეთებინა მშვიდობიანი საშუალებებით – მინსკის შეთანხმების დახმარებით. როგორც მოგვიანებით გამოაშკარავდა, ჩვენ აქაც გვატყუებდნენ, რადგან ყოფილმა გერმანის კანცლერმა და საფრანგეთის მინისტრმა აღიარეს და პირდაპირ, საჯაროდ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ისინი არც აპირებდნენ ჩვენი ამ პირობების შესრულებას, უბრალოდ დროს იგებდნენ იმისთვის, რომ დამატებით გაეტენათ უკრაინის რეჟიმი იარაღით, რაც წარმატებით შეძლეს კიდეც. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ ვინანოთ არის ის, რომ არ დავიწყეთ ჩვენი აქტიური მოქმედებები უფრო ადრე, იმის იმედით, რომ საქმე წესიერ ადამიანებთან გვქონდა”, – ამბობს პუტინი.