პუტინი მიანიშნებს, რომ ამერიკელ ჟურნალისტს ხანგოშვილის მკვლელის სანაცვლოდ გაათავისუფლებს

მიანიშნებს, რომ მოსკოვი მზადაა, გაათავისუფლოს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, თუ გერმანია სანაცვლოდ მოსკოვს გადასცემს ვადიმ კრასიკოვს, ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალდებულს.
ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა ინტერვიუსას ჰკითხა პუტინს, ხომ არ გაათავისუფლებდა პატიმრობიდან ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ მოსკოვი მზადაა. თუმცა მიანიშნა, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთს სურს, უკან დაიბრუნოს, დიდი ალბათობით, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი.
-ის ერთ-ერთ მოკავშირე ქვეყანაში ციხეშია ადამიანი, რომელმაც პატრიოტული მოსაზრებებით ერთ ევროპულ დედაქალაქში ბანდიტი მოკლა“, – თქვა პუტინმა.
მისივე განცხადებით, რუსეთს სურს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები დაფიქრდნენ, როგორ შეუძლიათ ხელი შეუწყონ რუსული სპეცსამსახურების მიზნების მიღწევას – ანუ, სავარაუდოდ, კრასიკოვის დაბრუნებას.
რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.
მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.
მისი მკვლელობის ბრალდებით ს მოქალაქე, ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დააკავეს.
გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.

ასევე დაგაინტერესებთ

იენს სტოლტენბერგი – პუტინს სჯერა, რომ შეუძლია უკრაინაში გაიმარჯვოს, ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს