პუტინი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა, პირველად ICC-ის მიერ მისი დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი პირველად ჩავიდა უცხო ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება. ს პრეზიდენტის თვითმფრინავი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დაეშვა.

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გაიმართება პუტინისა და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანის მოლაპარაკებები. მოელიან, რომ იქიდან პუტინი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ოთხშაბათს შეხვდება დე ფაქტო სახელმწიფოს მეთაურს, ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები და არ არიან ჩართულნი ICC-ის მუშაობაში – სასამართლომ 2023 წლის მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ეწვია დსთ-ის სამ ქვეყანას და რუსეთის მოსაზღვრე ჩინეთს, ასევე უკანონოდ იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებსაც მოსკოვი აკონტროლებს.
წელს, მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა პუტინის და ბავშვთა უფლებების სფეროში მისი წარმომადგენლის მიმართ. მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციისთვის, რაც საერთაშორისო სამართლით, ომის დანაშაულია.

ასევე დაგაინტერესებთ