პუტინის შემდეგ, შუა საუკუნეების ისტორია მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც გაიხსენა

მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ცაჰიაგინ ელბეგდორჟმა X-ზე ყოფილი მონღოლეთის რუკა გამოაქვეყნა.
როგორც თავად ელბეგდორჟი აღნიშნავს, მისთვის ინსპირაცია ს პრეზიდენტი, გახდა, რომელმაც ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ნახევარი საათი დაუთმო მეცხრე საუკუნიდან რუსეთის ისტორიის მოყოლას და „ახსნა“, რომ რაკიღა წარსულში რუსეთის შემადენლობაში იყო, მოსკოვს ახლაც აქვს უფლება, უკრაინა დაიპყროს. პუტინის ისტორიულ „ლექციას“ ინტერნეტში ხუმრობითა და მიმებით შეხვდნენ.
პუტინის შემდეგ, მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ XV საუკუნეში აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილი სწორედ მონღოლეთის იმპერიაში შედიოდა და შესაბამისი რუკებიც გამოაქვეყნა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ოდესღაც დაპყრობილ ქვეყნებს სანერვიული არაფერი აქვთ, ვინაიდან მონღოლეთი „თავისუფალი და მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა“.
After Putin's talk. I found Mongolian historic map. Don't worry. We are a peaceful and free nation🌏 pic.twitter.com/w5c2Hr0cQK — Mongol Tsakhia ELBEGDORJ (@elbegdorj) February 11, 2024
მონღოლეთის იმპერია შუა საუკუნეებში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო იყო და თითქმის ცენტრალური ევროპის ტერიტორიასაც კი მიაღწია. საუკუნეების განმავლობაში მათ შორის რუსული სამთავროები ან მონღოლთა პირდაპირი კონტროლის ქვეშ იყვნენ, ან მათ ემორჩილებოდნენ და ხარკს უხდიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია – ქართველები არ ვართ ბევრი, ეს ჩვენი ახალგაზრდობაა