ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინის სავარაუდო შვილმა, ლუიზა როზოვამ გამოქვეყნა პოსტი "ადამიანზე, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა"

პუტინის სავარაუდო შვილმა, ლუიზა როზოვამ გამოქვეყნა პოსტი "ადამიანზე, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა"

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სავარაუდო შვილმა, ლუიზა როზოვამ (ელიზავეტა კრივონოგიხ) სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს ადამიანზე, რომელმაც "შეიწირა მილიონობით სიცოცხლე და დაანგრია მისი ცხოვრება".

"ძალიან კარგია, რომ საკუთარ სახეს ისევ აჩვენებ მსოფლიოს და ეს მე სულ მახსენებს, ვინ მოსპო ჩემი ცხოვრება. ადამიანმა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და დაანგრია ჩემი". - წერს როზოვა, სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინზე.

22 წლის როზოვამ, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ადგილობრივი ხელოვნების სკოლის დამთავრების შემდეგ ცხოვრობს, ზემოხსენებული პოსტები Telegram-ის პირად არხზე გამოაქვეყნა.

ლუიზა როზოვა 2003 წელს პეტერბურგში, სავარაუდოდ, მისი დედის, სვეტლანა კრივონოგიხისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობის შედეგად დაიბადა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კი როზოვამ რუსეთი დატოვა და საფრანგეთში სასწავლებლად წავიდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.