პროკურორი: სენატორი მენენდესი ყატარელ ბიზნესმენს ინვესტიციების მიღებაში დაეხმარა

პროკურორების ბრალდებით, ამერიკელი დემოკატი სენატორი ბობ მენენდესი ნიუ-ჯერსელ ბიზნესმენს ყატარის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიის ინვესტიციების მოძიებაში დაეხმარა. განცხადება დემოკრატი კანონმდებლის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში პროკურორმა სამშაბათს გააკეთა.
მენენდესმა ოქტომბერში თავი უდანაშაულოდ ცნო ეგვიპტის მთავრობის დაურეგისტრირებელ აგენტად მოქმედების ბრალდებაში და ნიუ-ჯერსის ბიზნესმენებისგან ასობით ათასი დოლარის მიღების საქმეში. მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალა ამ ბიზნესმენების წინააღმდეგ გამოძიებისთვის.
მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში წარმოდგენილი ახალი ბრალდებები აძლიერებს ზეწოლას სენატორზე, რომელიც საკუთარი პარტიის წევრების მოწოდებებსაც არ ეთანხმება და გადადგომაზე უარს ამბობს.
მენენდესის წინააღმდეგ ბრალდება ოთხი მიმრთულებით მუშაობს. მათ შორისაა ქრთამის აღება, თაღლითობა, გამოძალვა და უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედება.
ის თავს უდანაშაულოდ ცნობს, მაგრამ სენატორმა დროებით დატოვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ, რაც სექტემბერში ბრალი წაუყენეს. მენენდესი 2006 წლიდან ნიუ-ჯერსის შტატის სენატორია.
მენენდესის ადვოკატმა ადამ ფეიმ თქვა, რომ ის „სრულიად სათანადოდ“ მოიქცა ყატართან და ეგვიპტესთან მიმართებით და არაფერი დაურღვევია.
„ეს ახალი ბრალდებები არაფერს ცვლის და მათი თეორიები ვერ გაუძლებს სასამართლოს ან ნაფიც მსაჯულთა ექსპერტიზას“, – ნათქვამია ფეის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება