პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნიუ-იორკის პოლიციისგან სპეციალურ დაცვას მიიღებენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნიუ-იორკში ყოფნისას პოლიციისგან განსაკუთრებულ დაცვას მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება ნიუ-იორკის სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე თვის წინ პრინც ჰარის და მეგან მარკლს პაპარაცები მანქანით დაედევნნენ.
პოლიციის თქმით, პაპარაცის ადევნება საშიში და ყოვლად მიუღებელი იყო. 2023 წლის მაისში წყვილი მეგან მარკლის დედასთან ერთად მანქანაში ისხდა, როდესაც ექვსი პაპარაცი სხვადასხვა მანქანით დაედევნა.
ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე იმსჯელა და დაასკვნა, რომ პრინც ჰარის და მეგან მარკლს ნიუ-იორკში ყოფნისას პოლიციის განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ.
რამდენიმე დღის წინ პრინცმა ჰარიმ წააგო საქმე ლონდონის უზენაეს სასამართლოში, სადაც ის ასაჩივრებდა მისთვის უსაფრთხოების სპეციალური დაცვის გაუქმებას.