პრემიერი – ჩვენი საამაყო სპორტსმენები ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ უსამშობლო ადამიანებისგან – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპორტსმენები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და „მოღალატეებად შერაცხეს“.
„ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას უსამშობლო ადამიანები ახორციელებდნენ, რომლებმაც სულ რაღაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს. შეგვიძლია ამოვიღოთ „ფეისბუქის“ “სქრინებიც” ვნახოთ რას საუბრობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებენ ახლა. მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან.
მე თითოეულ სპორტსმენს ვპირდები, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ვითარებაში მათ გვერდით იქნება. ჩვენი ფეხბურთელების გვერდით ვიქნებით, როდესაც ისინი ჯგუფიდან გავლენ და ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან, როდესაც ყველა ერთად ევროკავშირის წევრი გავხდებით.
გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, რომელიც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ“, – აღნიშნა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

იენს სტოლტენბერგი – პუტინს სჯერა, რომ შეუძლია უკრაინაში გაიმარჯვოს, ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს