პრემიერის თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრის შერჩევაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციებით შეირჩევა და ამ პროცესში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ჩაერთვება.
„რაც შეეხება ახალ მინისტრს, ეს დღეს გადაწყვეტილი საკითხია, ჩვენ გვექნება კონსულტაციები გუნდის წევრებთან და ასევე, შეიძლება, დარგის წარმომადგენლებთან. ჯანსაღი პროცესი გვექნება. გუნდის წევრებზე რომ მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, სადაც საჭიროა გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილია. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს ფართო კონსულტაციებით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა პრემიერმა.