პრეზიდენტი: არჩევნები გადამწყვეტია, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი

· 57
·
·
ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ეს მოსახლეობა ასეთი მოტივირებული, ამიტომ არის ყველა ახალგაზრდა ქუჩაში; იციან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ევროპული მომავალია. ამ მომავალს საქართველო უფრთხილდება, მისი პერსპექტივაა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ გზას მიუყვება და მასზე უარს არ იტყვის…
[…] ჩვენ არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო, თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება, მიუხედავად მოსკოვის ყველა ამ მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას.
[არჩევნები] გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია.