პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება

აფთარი და მისი ზნე იმ პუბლიკაზე გამახსენდა, მუდამ რომ ჩასაფრებულია, უარყოფითი ემოციებით საზრდოობს და თავის ინსპირატორებსაც აძლევს ხარკს. ამჟამად პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ ზუსტად გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები, – წერს პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე, საქართველოს პირველ ლედიზე, თამარ ბაგრატიონზე, განხორციელებულ ბულინგის კამპანიასთან დაკავშირებით.
მანჯავიძის განცხადებით, „აშკარაა ადამიანების გააფთრების გარეგნობაში გადასვლის პროცესი“, რაც მისთვის შემაშფოთებელია და საჭიროდ თვლის გარკვეული ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ. „ალბათ ყველას გინახავთ აფთარი( გიენა) ტელევიზიით. საოცარი არსებაა, დღემდე კამათობენ, ძაღლისებრთა ოჯახს მიაკუთვნონ, თუ კატისებრთას, თავიდან ცხოველ-ჰომოსექსუალებად მიიჩნევდნენ სასქესო ორგანოების აგებულების მთელი რიგი უცნაურობების გამო, რაზეც აქ არ შევჩერდები, მეტად ცუდი სუნი ასდით, რადგან იქ ისაქმებენ, სადაც ცხოვრობენ, ლეშსაც სიამოვნებით მიირთმევენ და ვინაიდან გამძლეები არიან, მონოტონური და ჯგუფური ნადირობით ღლიან და ცოცხლად ჭამენ მსხვერპლს. მსხვერპლის მონადირებისას საშინელ, ჯოჯოხეთურ ხმებს გამოსცემენ კოლექტიურად, ესაა ერთგვარი აფთრის სიხარული, ანუ სიხარულის ვიბრაციის აფთრისმიერი გაუკუღმართება.
აფთარი და მისი ზნე იმ პუბლიკაზე გამახსენდა, მუდამ რომ ჩასაფრებულია, უარყოფითი ემოციებით საზრდოობს და თავის ინსპირატორებსაც აძლევს ხარკს. ამჟამად პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ ზუსტად გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები. პრინციპში ახალი არაფერია-ამდენი ხანია ვიცით, რომ სუნი ცუდი უდით, რადგან განუწვეტლივ იქ ისაქმებენ, სადაც ბუდობენ- კამიტიც კი მოისაქმეს ამას წინათ, მუდამ ჩასაფრებულმი გახლავან, რომ ვინმეს ფეხი გადაუბრუნდეს და გამძლეებიც არიან- მაგალითად, რომელი გიენა გაუძლებდა რუსთაველზე წანწალს ხუთასი დღე. რომელ ოჯახს ეკუთვნიან აღარ განვიხილავ – კომენტარები თქვენთვის მომინდვია, სქესიც გაურკვეველია, რადგან როგორც თვითონ სჯერავთ, ეს სოციალური კონსტრუქტია, თანაც, ქართველები ემოციური ხალხია, მეტად პლასტიკურიც, რადგან ემოციები გარეგნობაზე გამოეხატებათ ხოლმე, აბა სანატრელი ჩრდილოევროპელებივით კი არ ვართ, პლასმასის სახეები რომ აქვთ და ემოციას ვერ შეატყობ. ჰოდა, შეშფოთებული ვარ! აშკარაა ადამიანების გააფთრების გარეგნობაში გადასვლის პროცესი! რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნისა და გამომეტყველების ადამიანის ყურება, საᲨიᲨია, იკბინებიან და ცოფს ავრცელებენ. თუმცა მეც ტენდენციური ვარ- ამ ხალხის გააფთრებაც გასაგებია, ევროპა მუხანათურად წაართვეს, ჩელიაბინსკში აღვიძებენ ამდენი ხანია და აფთარი კი არა, შავ მამბებად და ნილოსის ნიანგებად რომ არ გადაიქცნენ ამის გამო, ეგაა გასაკვირი და განსაცვიფრებელი,“- წერს სოსო მანჯავიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს