ირაკლი ქადაგიშვილი – დემოკრატიის სახელით საუბრობენ ტელევიზიების აკრძალვაზე, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის მეინსტრიმის მიზანი დემოკრატია არ არის.
ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირს სჭირდება მორჩილი ხელისუფლება და ეს არის მათი ამოცანა.
„ხელისუფლება თუ მორჩილი და მათი შეკვეთის შემსრულებელია, მაშინ იმ ხელისუფლებისთვის ყველაფერი „მოსულა“, მათ შორის, გვარამიას სატელევიზიო პოლიტიკაც იდეალური იქნება, როცა ხუთი ტელევიზია იქნება ერთ ხმაში, როგორც ამას წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ – „ახალი ამბები კეთდება აქ“. ეს არის მათი დემოკრატია. საქართველოში ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის, იმას კარგად ესმის, რა არის რეალური დემოკრატია და როგორია ფსევდოდემოკრატია, რომელსაც განსხვავებული აზრის ატანა არ შეუძლია.
ამიტომ ტელევიზიებზეც მიიტანენ იერიშს და, საერთოდ, თავისუფალ აზრზეც. ეს ხალხი რომ მიუშვა, პირჯვრის გადაწერას აკრძალავენ. ეს არის ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი, რომელიც იქამდე მიდის, რომ ტელევიზიების აკრძალვაზე დემოკრატიის სახელით საუბრობენ. ეს არის ის ბიბლიური მაგალითი, რომელიც ამ ვითარებას კარგად ეხება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელევიზიების დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა