ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, პრაქტიკულად რაშისტების ინფორმაციას ვუვრცელებთ და ვეხმარებით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,პროდასავლელი ბაბლის ეფექტი რაშიზმის გავრცელებაში:
– ვიღაც პირმა, მღვდელმა ან სრულიად უცხო ტიპმა რადაც იბოდიალა რუსოფილური მიმზიდველობით, კაციშვილი ვერ გაიგებდა, რომ არა ჩვენ, აღშფოთებული ანტირაშისტები – დავდექით და სულ დეტალურად გავუვრცელეთ სათქმელი.
– ვიღაც ტიპმა რაღაც სურათი მიახატა, დაარქვა ხატი, სადღაც დადო, კაციშვილი ვერ გაიგებდა ამის არსებობას, რომ არა აღშფოთებული ანტირაშისტები, რომლებიც უწყვეტად აზიარებდნენ ამ ნახატს და იმდენ ადამიანს გააგებინეს მისი არსებობა, ვერც დამკვეთი და ვერც დამხატავი იოცნებებდა.
მოკლედ, სისულელეების მეტი რა ხდება, მაგრამ ვერც ვერავინ გაიგებს, რომ არა აღშფოთებული მოწინააღმდეგეები.
ძალიან საყვარლები ვართ.
პრაქტიკულად რაშისტების ინფორმაციას ვუვრცელებთ და ვეხმარებით”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.