პოლონეთის მთავრობამ ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გეგმა დაამტკიცა

პოლონეთის მთავრობამ ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გეგმა დაამტკიცა. როგორც პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მიხაილ კოლოძეიჩაკმა განმარტა, პოლონელი ფერმერები, რომლებმაც მარცვლეული 1 იანვრიდან 10 მარტამდე გაყიდეს, მიიღებენ სუბსიდიას ტონაზე 200 ზლოტის ოდენობით, ხოლო ფერმერებისთვის, რომლებიც მარცვლეულს 11 მარტიდან ყიდიან და მაისის ბოლომდე გააგრძელებენ, ტონაზე 300 ზლოტს მიიღებენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ფერმერებთან მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლონეთში ფერმერებმა საპროტესტო აქციები გასულ წელს დაიწყეს. სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვდნენ.