Euronews-ი 7 პოპულარულ სააღდგომო მიმართულებას ასახელებს

Euronews-ი 7 პოპულარულ სააღდგომო მიმართულების სიას აქვეყნებს, რომლის სათავეშიც ამსტერდამია. სამეულშია პარიზი და ბარსელონა.
ოლიმპიური თამაშების წინ პარიზი მეორე ადგილზეა სიაში. ზამთრის სიცივისგან გაღვიძებული ქალაქი გაზაფხულზე ხელახლა იბადება. ეიფელის კოშკის ხედები ალუბლის ყვავილობის ფონზე, ნამდვილად კარგი იდეაა. თუმცა ცნობილია, რომ პარიზი საკმაოდ ძვირადღირებული ქალაქია, მაგრამ მაინცაა შესაძლებელია იქ მნიშვნელოვანი ხარჯების გარეშე მოხვედრა.
სიაში მესამე ადგილზეა ბარსელონაა, საუკეთესო ქალაქი ღირსშესანიშნაობების მოყვარულთათვის, სადაც ტემპერატურა აპრილ-მაისში 20 გრადუსს სცდება. ბარსელონა განუყოფლად არის დაკავშირებული ლეგენდარულ კატალონიურ არქიტექტორ ანტონი გაუდისთან, მისი ნამუშევრების წყალობით ტურისტებს კიდევ ერთი სიამოვნება აქვთ წინ. ცოტა ხნის წინ ბარსელონაში საგრადა ფამილიას ორი ახალი კოშკი გაიხსნა, რომლის ნახვასაც გაუდის მოყვარულები ბარსელონაში შეძლებენ.
საგაზაფხულოდ პოპულარული მიმართულებების სიაში მეოთხე პოზიციაზე რომია, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ქალაქად ითვლება მსოფლიოში და ამაყობს მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობებით – კოლოსეუმითა და რომაული ფორუმით.
რაც შეეხება ესპანეთს, ამ ქვეყნის კლიმატი, იდეალურად თბილია მთელი წლის განმავლობაში. სიაში მეხუთე ესპანური ქალაქი მალაგაა.
მეექვსე და მეშვიდე ადგილებს კი სტამბოლი და ლისაბონი იკავებენ. ორივე მათგანი საგაზაფხულოდ აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში არიან.
მეექვსე ადგილზე მყოფი სტამბოლი მართლაც პრივილეგირებული პოზიციით სარგებლობს ევროპისა და აზიის გასაყარზე.
აქ ნახავთ ორივე კონტინენტის კულტურისა და არქიტექტურული ხატების კომბინაციას. თუ ხმელეთზე დარჩენას გირჩევნიათ, გაემგზავრეთ ბიზანტიური აია-სოფიის საკულტო ტაძარში. ახლა ის მეჩეთია, ოდესღაც კი ქრისტიანული ეკლესია იყო და მე-6 საუკუნის შთამბეჭდავი გუმბათი და უნიკალური ქრისტიანულ მოზაიკა აქვს, რაც იმის წარმოდგენას იძლევა, თუ რამდენად მრავალფეროვანი და მომხიბვლელი იყო და არის ეს ქალაქი.
სიას ლისაბონი ასრულებს. პორტუგალიის დედაქალაქი ყოველთვის პოპულარული იყო. აქ ყველაფერია, რაც ტურისტს სურს – თანამედროვე ხელოვნების ცენტრებიდან დაწყებული საუკეთესო საკვებით დამთავრებული.

ასევე დაგაინტერესებთ