რომელ ქვეყნებშია ყველაზე პოპულარული Tik-Tok? – რეიტინგი

2024 წლის იანვარში Tik-Tok-ს ყველაზე დიდი აუდიტორია (168.92 მლნ) -ში ჰყავდა, მაშინ როცა აშშ-ს მთავრობა აპლიკაციის აკრძალვას განიხილავს. მონაცემებს Seasia Stats ავრცელებს. ათეულშია მეექვსე ადგილზეა და მეათეზე თურქეთი.
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით Tik-Tok-ის აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა. თუ კანონპროექტს ამერიკის პრეზიდენტი მოაწერს ხელს, Tik-Tok-ის მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად 9-თვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება. კანონპროექტის მიხედვით, ჯო ბაიდენს აქვს უფლება, ვადა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივოს, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია. Tik-Tok-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი აშშ-ის მთავრობას უჩივლებენ, თუ ბაიდენი კანონპროექტს ხელს მოაწერს.
სიაში მეორე ქვეყანა, სადაც ჩინურ აპლიკაციას ყველაზე ბევრი გამომწერი ჰყავს ინდონეზიაა, მესამეზე – ბრაზილია.
იმ ქვეყნების ათეული, სადაც Tik-Tok-ს ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს, ასეთია:
აშშ – 168.92 მლნ;
ინდონეზია – 128.83 მლნ;
ბრაზილია – 98.59 მლნ;
მექსიკა – 74.15 მლნ;
ვიეტნამი – 67.72 მლნ;
რუსეთი – 58.59 მლნ;
– 54.38 მლნ;
ფილიპინები – 49.09 მლნ;
ტაილანდი – 44.38 მლნ;
თურქეთი – 37.73 მლნ.