პირი, რომელმაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელი 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. ნინო
სახელაშვილი ს საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი, 3-წლიანი ვადით 2022 წლის 10 მარტიდან გაამწესეს. გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე მოსამართლე უვადოდ უნდა დანიშნონ ან გაათავისუფლონ.
“ნინო სახელაშვილი რომ უვადოდ გამწესებულია, აჩვენებს სასამართლო სხდომების ჩამონათვალი – ნინო სახელაშვილს დღეს, 10 მარტს 6 პროცესს ჩაატარებს, შემდეგ სასამართლო სხდომას 19 მარტს. ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, თუმცა, მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მან გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს”, – წერს “ბათუმელები”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა